სხვადასხვა

NDI დღეს მორიგი კვლევის შედეგები წარმოადგინა

დღეს NDI-მ მორიგი კვლევები გამოაქვეყნა. კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. ორგანიზაციის ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია, თუმცა იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, იმ გამოკითხულთა 90 პროცენტი, რომელიც თავს ქრისტიანულ რელიგიას მიაკუთვნებს, სააღდგომო მსახურებას არ დასწრებია. რაც შეეხება შწმდეგ კითხვას (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა, 84% კორონავირუსის დროს ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს. მაღალია სოციალური ქსელის მაჩვენებელიც — 41%. რაც შეეხება სხვა წყაროებს, კითხვას: «ძირითადად, რომელი წყაროდან იღებთ ინფორმაციას კორონავირუსისი პანდემიის დროს», 26% პასუხობს, რომ ახლობლებისგან, 22%-ის თქმით, ინტერნეტიდან, ხოლო 1%-ის თქმით, გაზეთი/ჟურნალებიდან. ასევე 1% აქვს მობილური აპლიკაციებსა და რადიოს. კვლევის შედეგებით, ევროპული და ევრო-ატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა (76 პროცენტი) და ნატო-ში გაწევრიანებას (69 პროცენტი). ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა 8%-ისთვის, ხოლო ნატოში გაწევრიანება-11%-ითსვის.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ალანტიკური ინტეგრაციით, ხოლო 11% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ტოჩინოშინის ნაცუ ბაშოზე რიგით მე-6 შეხვედრა-ურთულესი ბრძოლა და ბრწყინვალე გამარჯვება (ვიდეო)

გოგი წულაიასა და დომენიკ მანგოს დაპირისპირება (ვიდეო)

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დატოვე კომენტარი