განცხადება/მიმართვა

NATO-ში დანაწევრებული საქართველოს მიღებას ვინც დაეთანხმება სამშობლოს მოღალატეა-ნინო ბურჯანაძე

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ვინც  გაყოფილ საქართველოს ნატო-ში წევრობას სთავაზობს, მას საქართველოს ბედი არ ანაღვლებს.

„აბსოლუტურად აღშფოთებული ვარ იმ განცხადებით, რომელიც ახლა უკვე ოფიციალურად გააკეთა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ბატონმა რასმუსენმა, სადაც შემოგვთავაზა ასეთი სქემა, რომ, როგორც ევროკავშირმა მიიღო გაყოფილი კვიპროსი 2004 წელს თავის რიგებში, ახლა ნატო-მ იფიქროს იმაზე, რომ გაყოფილი და დანაწევრებული საქართველო, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, მიიღოს ნატო-ს წევრად. ეს არის აღმაშფოთებელი და კატეგორიულად მიუღებელი პოზიცია. თუ ასეთი ერთგულები არიან ჩვენი, ევროკავშირში მიგვიღონ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც დაეთანხმება ამ ფორმულირებას – საქართველოს ნატო-ში კვიპროსის ვარიანტში მიღებას, უბრალოდ, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდება სამშობლოს მოღალატე,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

შსს განცხადებას ავრცელებს

“შეიძლება გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს“-სესიაშვილი

ოფიციალური პარიზის განცხადებით, საფრანგეთის საელჩო უკრაინაში ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი