CNN Turk-ის ინფორმაციით შავი ზღვის აკვატორიისკენ NATO –ს მეორე მუდმივმოქმედი სამხედრო–საზღვაო ჯგუფის საბრძოლო გემები მოემართებიან.
გემებმა უკვე გადმოლახეს დარდანელის სრუტე და ამჟამად მარმარილოს ზღვით ბოსფორისკენ მოემართებიან. შავი ზღვის აკვატორიაში მათ საღამოსთვის ელიან. დაჯგუფების შემადგენლობაში შედის მისი ფლაგმანი ნიდერლანდური ესმინელი „ევერტსენი“, კანადური ფრეგატი „ტორონტო“, ესპანური ფრეგატი „სანტა მარია“ და თურქული „გელიბოლუ“. ჯგუფში შედის დამხმარე ფრანგული ხომალდი „ვარ“.
მოსალოდნელია, რომ კანადური და ესპანური ფრეგატები შავ ზღვაში ჯგუფის პატრულირების შემდეგ, პირველ აპრილს ოდესაში შევლენ (უკრაინის აღმოსავლეთში კრიზისის დაწყების შემდეგ შავ ზღვაში რეგულარულად შედიან ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებისა და NATO –ს სხვა წევრი სახელმწიფოების ხომალდები).
accentnews.