ეკონომიკა

Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 2 აგვისტოდან განაახლებს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 2 აგვისტოდან განაახლებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის. ავიარეისები Airbus A 319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: • მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას; • თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს. ბილეთები ავიაკომპანიის საიტზე უკვე დაიდო. ორმხრივი ბილეთის მინიმალური ფასი აგვისტოს პირველ ორ კვირაში 5 000 ლარს აჭარბებს, ხოლო, თუ უკან დასაბრუნებელ ბილეთს აგვისტოს მეორე ნახევარში იყიდით, ჯამში, ყველაზე ცოტა, 4000 ლარის გადახდა მოგიწევთ. მხოლოდ რამდენიმე თარიღია, როცა ყველაზე იაფი (ჩასაბარებელი ბარგის გარეშე) ორმხრივი ბილეთის შეძენა 2 500 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მარკ ცუკერბერგი 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

რუსეთის ბაზრები ისევ დაღმასვლით გაიხსნა, რუბლი იაფდება

რაზე მეტყველებენ ციფრები?

დატოვე კომენტარი