«Italiae ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე»

0
78

19 სექტემბერს ზურაბ წერეთლის თამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა გამოფენა რომელიც გასტანს 31 ოქტომბრამდე. გამოფენას სახელწოდებით „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე» თბილისი მასპინძლობს, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის ინიციატივით შეიქმნა, თბილისში კი იტალიის საელჩოს მიერ, ფესტივალ «ქოლგა თბილისი ფოტოსთან» თანამშრომლობით ხორციელდება. გამოფენაზე წარმოდგენილი გახლავთ 75 ფოტოგრაფი, რომლებმაც განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შექმნილ ფოტოსურათებზე იტალიის მრავალფეროვნება და მიმზიდველობა, მისი ბუნება, კრეატიულობა და ხალხი აღბეჭდეს. გამოფენა გაიხსნა ზუსტად 19:00 ზე და ის გახსნა იტალიის ელჩმა საქართველოში ბატონმა ენრიკო ვალვომ რომელმაც იტალიურად და ინგლისურად მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან აღნიშნა რომ ეს გამოფენა ასევე ეძღვნება საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. გამოფენას ესწრებოდნენ ხელოვანები, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი არერთი ფიგურა.

თამარ ქუთათელაძე

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ