სხვადასხვა

II კლასის მოსწავლე გოგონა გარდაიცვალა გლანდების ოპერაციის გამო

სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, გლანდების ოპერაციამ II კლასის მოსწავლის სიცოცხლე იმსხვერპლა

2-ე კლასის მოსწავლე ნინო ვადაჭკორიას სიცოცხლე გლანდების ოპერაციამ იმსსხვერპლა,  ტრაგიკული ამბის შესახებ დრონი.ჯი-ს ოჯახის ახლობელი ესაუბრა:

«ნინოს ოპერაცია გაუკეთეს ხიჩინაშვილის კლინიკაში გამოცდილ ექიმთან, გამოწერეს სახლში იყო და 5 დღის შემდეგ დაეწყო სისხლისდენა, ვერ მიასწრეს საავადმყოფოში და ტვინი გაეთიშა. შემდეგ რამდენიმე დღე იყო აპარატზე შეერთებული და გუშინ გარდაიცვალა.

მიზეზი გარდაცვალების იყო ის, რომ ჭრილობამ ნაწიბური რომ გაიკეთა, ე.წ. ფუფხს ეძახიან, ის აწვებოდა თურმე აორტას და გასკდა, არ ვიცი მილიონში ერთი ხდება ასეთი შემთხვევაო, მთელი სამეზობლო დაწყვეტილები ვართ, ისეთი კარგი ბავშვი იყო, სამი შვილი ჰყავს მის მშობლებს… არვიცი რა უნდა ვთქვა, 21-ე საუკუნეში გლანდების ოპერაციით აღარ უნდა კვდებოდნენ, ეს რა უბედურებაა».

წყარო:droni.ge

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

ტაქსის მძღოლი ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა-რა მოხდა ბათუმში?

ამ წუთებში დაპირისპირებაა ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ლისის ტბის მიმდებარედ 45 წლამდე მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი