მსოფლიოში

«Human Rights Watch» ბელორუსის ხელისუფლებას აკრიტიკებს

Human Rights Watch-ი ბელარუსის უშიშროების ძალებს ათასობით ადამიანის დაკავებასა და ასობით პირის წამებაში ადანაშაულებს.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით ბელარუსში მიმდინარე დემონსტრაციების დროს საერთო ჯამში სამართალდამცველებმა 7 ათასამდე ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანი დემონსტრაციების დაშლის დროს დაშავდა, 3 ადამიანი კი დაიღუპა.

ბელარუსის მთავრობის ქმედებები დაგმო გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მან არსებულ ვითარება «მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივად რეპრესიად» შეაფასა. ბელარუსის ოფიციალური პირებისთვის ვაშინგტონს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ ამერიკელი სენატორები.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

ჰაიტიზე ამერიკელი ქრისტიანი მისიონერები და მათი ოჯახების წევრები, მათ შორის, ბავშვები გაიტაცეს

რუსეთი მარცხდება და მან ეს იცის — დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დატოვე კომენტარი