განცხადება/მიმართვაომი მსოფლიოში

G7-ის ლიდერები კატეგორიულად გმობენ ფიქტიურ „რეფერენდუმებს“, რომელსაც რუსეთი ყალბ საბაბად იყენებს, რათა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსი შეცვალოს

დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერები კატეგორიულად გმობენ ფიქტიურ „რეფერენდუმებს“, რომელსაც რუსეთი ყალბ საბაბად იყენებს, რათა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსი შეცვალოს.

„რუსეთისა და მისი მარიონეტების მიერ მოწყობილ ამ ფიქტიურ „რეფერენდუმებს“ არავითარი იურიდიული ძალა და ლეგიტიმაცია არ აქვს, რასაც მოწმობს რუსეთის ნაჩქარევი საორგანიზაციო მეთოდები, რომელიც პატივს არ სცემს დემოკრატიულ ნორმებს და ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას ეფუძნება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერები ასევე გმობენ რუსეთის მიერ ესკალაციისკენ გადადგულ მიზანმმართულ ნაბიჯებს, მათ შორის ნაწილობრივ მობილიზაციასა და უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას.

Loading…

მსგავსი პოსტები

ღარიბაშვილმა IRI-ს ნაცმოძრაობის ორგანიზაცია უწოდა

გერმანიაში კორონავირუსის გავრცელება შენელებულია. პირველი მიზანი მიღწეულია

Joni Kvaracxelia

«ეს რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელებაა…ერთ მხარეს ივანიშვილ-გახარიას დაჯგუფებაა და მეორე მხარეს — საქართველო»-ზაზა ბიბილაშვილი

დატოვე კომენტარი