მსოფლიოში

FBK ექსტრემისტად აღიარეს, მაგრამ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება

ალექსეი ნავალნის სტრუქტურები აკრძალულია, მომხრეები ექსტრემისტებად არიან აღიარებულნი, ის თავად ციხეშია, მაგრამ ფიოდორ კრაშენინიკოვი მიიჩნევს, რომ პუტინთან დაპირისპირება არ დასრულებულა.

9 ივნისის გვიან საღამოს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა და FBK და ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები ექსტრემისტებად ცნო. ხელისუფლებას ისე სურდა, რომ სწრაფად დაემთავრებინა იურიდიული პროცედურები და გადასულიყო სადამსჯელო მოქმედებებზე, რომ სასამართლომ არ მიიღო დაცვის არცერთი შუამდგომლობა და ღამით, დახურულ კარს მიღმა 13-საათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ, ოფიციალურად გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლა და, ფაქტობრივად, ნებისმიერი ოპოზიციური აქტივობა რუსეთში, ექსტრემიზმად.

ციხეში მყოფ ალექსეი ნავალნის არაფერი აქვს დასაკარგი და მისი მომხრეები, როგორც ჩანს, დანებებას საერთოდ არ აპირებენ. «ახლა ჩვენ ყველაფერს გავიგებთ. გავერკვევით. შევიცვლებით. ჩვენ ვითარდებით. ჩვენ მოვურიგდებით, მაგრამ არ დავიხევთ ერთი ნაბიჯითაც ჩვენი მიზნებისა და იდეებისგან. ეს ჩვენი ქვეყანაა და სხვა ქვეყანა არ გვაქვს», — სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი რუსეთის მთავარმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ თავად გააკეთა. მან და მისმა მხარდამჭერებმაც აირჩიეს საკუთარი გზა და მზად არიან გაყვნენ მას — მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის უფრო რთული და საშიში გახდა, ვიდრე ოდესმე რუსეთის თანამედროვე ისტორიაში — განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, ფედორ კრაშენინიკოვმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

უკრაინის კოვიდკლინიკაში ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ტიმოშენკო: საზოგადოებას ვთხოვ, ნუ მიიღებს სერიოზულად ნაციონალური ეგზიტპოლების რეზულტატებს

Joni Kvaracxelia

დონალდ ტრამპი წაგების შემთხვევაში გადააბარებს თუ არა ძალაუფლებას მშვიდობიანად ჯო ბაიდენს?

დატოვე კომენტარი