კრიმინალისკანდალი

facebook-მა დაბლოკა 270 რუსული გვერდი

facebook-ის დამფუძნებელმა გუშინ განაცხადა, რომ დაიბლოკა 270 გვერდი თუ აქაუნთი, რომელსაც «Internet Research Agency, IRA» მართავდა.

«დღეს ჩვენ გადავდგით განსაკუთრებული ნაბიჯი მომავალში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მთელს მსოფლიოში, დავბლოკეთ 270 გვერდი თუ აქაუნთი, რომელიც იმართებოდა რუსული კომპანია «Internet Research Agency, IRA»-ს მიერ,» — საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს მარკ ცუკენბერგი. მისი თქმით, დაბლოკილი გვერდები თუ აქაუნთები მიმართული იყო რუსეთის მოსახლეობისკენ ან რუსეთის რუსულენოვანი მეზობლებისკენ, როგორიცაა აზერბაიჯანი, უზბეკეთი და უკრაინა.

«ფეისბუქმა» და «ტვიტერმა» მზადყოფნა გამოთქვეს სენატთან და აშშ-ს პალატის წამომადგენლებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იძიებენ რუსეთის სავარაუდო ჩარევას აშშ-ს წინასაარჩევნო პერიოდში და «ტრამპის რუსულ კავშირებთან», რომელსაც უარყოფენ როგორც რუსეთში ასევე თეთრ სახლში.

ცუკენბერგმა ასევე განაცხადა, რომ დაბლოკილ აქაუნთთა შორის იყო რუსეთის რამოდენიმე საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც აკონტროლებდა «Internet Research Agency, IRA» .

«ეს სააგენტოები მუდმივად მოქმედებდნენ მოტყუებით და მანიპულირებდნენ ადამიანებით აშშ-შ- რუსეთსა და ევროპაში და ამიტომაც არ გვინდა მათი დანახვაც კი სხვადასხვა ქვეყნების facebook-ზეც,» — განაცხადა ფეისბუკის დამფუძნებელმა.

 

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

კასპში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

«ბიჭი ჩემს თვალწინ სისხლისგან იცლებოდა»- რა მოხდა დიდ დიღომში?

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

დატოვე კომენტარი