Facebook-მა ანიმირებული სურათების სერვისი Giphy შეიძინა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გამოცემა Axios-ის ცნობით, შეთანხმების ღირებულებამ 400 მილიონი დოლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, სერვისის სახელწოდება უცვლელი დარჩება, მისი ინტეგრაციის პირველადი პლატფორმა კი Instagram-ი გახდება. სერვისი Giphy 2013 წლის თებერვალში ალექს ჩუნგმა და ჯეიმს კუკმა დააარსეს.
paqtebi.ge
Loading…
