Facebook-ისა და Instagram-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში 24 საათით დაბლოკა.
Facebook-ის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიშმა Facebook-ის პოლიტიკის ორი წესი დაარღვია. მოგვიანებით მსგავსი ზომების მიღების შესახებ Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ გამოაცხადა.
Facebook-სა და Instagram-იდან ასევე წაშლილია ვიდეომიმართვა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა. მანამდე დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით Twitter-ის ადმინისტრაციამაც დაბლოკა.
Loading…