სოციალური ქსელი Facebook-ის ადმინისტრაცია ვაქცინაციის საწინააღმდეგო რეკლამის გავრცელებას აკრძალავს.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ვაქცინების გარშემო კანონმდებლობის ან მთავრობის პოლიტიკის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო რეკლამები კვლავ დაიშვება.
Facebook-ის ადმინისტრაცია ახალი პოლიტიკის განხორციელებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის ვაქცინა გარკვეული დროის განმავლობაში ხელმისაწვდომი არ იქნება, პანდემიამ ხაზი გაუსვა ჯანდაცვის პრევენციული ზომების მნიშვნელობას.
Loading…