მსოფლიოშიოკუპაცია/დევნილები

EU რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის თანახმადაც ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ სამოგზაურო დოკუმენტებს არ აღიარებს.

ინიციატივას მხარი 540-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია უკანონოა, ხოლო ევროკავშირი გმობს საქართველოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

«ევროკავშირისა და EEA-ს (ევროპის ეკონომიკური ზონა) წევრებმა აღარ უნდა მიიღონ ამ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. წინადადების თანახმად, კომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციის შედეგად უნდა შეადგინოს რუსული სამოგზაურო დოკუმენტების სია, რომლებიც აღიარებული აღარ იქნება». – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

პოლონეთის პოლიციამ სამ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ქვეყნის დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება

სიახლეები ანონიმუსისგან

დატოვე კომენტარი