«რუსთავი 2»-ის დაკვეთით Edison research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამოქვეყნდა.
კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2038 მოქალაქე გამოკითხვა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები.
კითხვაზე თუ ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა: 37%-მა გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. 35 %-მა თქვა, რომ ხმას მისცემდა სალომე ზურაბიშვილს.
ალოკაციის გათვალისწინებით, მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
გრიგოლ ვაშაძე — 45%;
სალომე ზურაბიშვილი — 42%.
წყარო:რუსთავი 2