ანალიტიკა

Edison Research-ის ახალი კვლევის შედეგები

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 18% — ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6% — ევროპულ საქართველოს, 4% — ლეიბორისტულ პარტიას, 3% — პატრიოტთა ალიანსს, 2-2% ალეკო ელისაშვილის, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის და ზურაბ ჯაფარიძის პარტიებს. ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30%-ს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. მხოლოდ გადაწყვეტილი ამომრჩევლის დათვლისას, შედეგები ასე განაწილდა — ქართული ოცნება — 36%, ენმ — 26%, ევროპული საქართველო — 9%, ლეიბორისტული პარტია — 6%, პატრიოტთა ალიანსი — 5%, ალეკო ელისაშვილის, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის და ზურაბ ჯაფარიძის პარტიებს 3-3%. კვლევით ირკვევა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში, მოსახლეობის მხოლოდ 13 პროცენტის აზრით შეიცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ. თითქმის თანაბარია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა ან თითქმის იგივეა კითხვაზე, რამდენად ენდობიან შემდეგ ინსტიტუტებს, პასუხები ასე გადანაწილდა:

1.ჯარი — 87 პროცენტი;

2.ეკლესია — 86 პროცენტი;

3.პოლიცია — 68 პროცენტი;

4.ქართული მედია — 66 პროცენტი;

5.არასამთავრობო ორგანიზაციები — 49 პროცენტი;

6.ადგილობრივი თვითმმართველობები — 46 პროცენტი;

7.პრემიერ მინისტრი — 43 პროცენტი;

8.პროკურატურა — 38 პროცენტი;

9.საქართველოს მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი) — 37 პროცენტი;

10.სასამართლო — 37 პროცენტი;

11.ქართული ბანკები — 36 პროცენტი;

12.საქართველოს პარლამენტი — 34 პროცენტი;

13.პოლიტიკური პარტიები — 34 პროცენტი;

14.საქართველოს პრეზიდენტი — 32 პროცენტი;

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით როგორ ჩატარდა და გაყალბდა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შალვა თათუხაშვილის ექსპერტიზის დასკვნა» — დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება

გიგი უგულავა: ჩემი მოკრძალებული ხედვა. სად ვართ და საით უნდა წავიდეთ

«მიმდინარეობს საქართველოს მოსკოვის გავლენის სფეროში დაბრუნების პროცესი და ამ პროცესს ჩვენდა სამწუხაროდ ჰყავს მხარდამჭერი ძალები»

დატოვე კომენტარი