ოკუპაცია/დევნილები

„DIRSI“-ს საცხოვრებელ კომპლექსში მეოთხე დღეა ასობით დევნილი ოჯახი შეიჭრა-დევნილები ხელისუფლებას შიმშილობით ემუქრებიან

დევნილები „DIRSI“-ს საცხოვრებელ კომპლექსში უკვე მეოთხე დღეა რაც შეიჭრნენ, დევნილები  მთავრობას კონკრეტულ მოთხოვნას უყენებენ, ისინი ითხოვენ  „DIRSI“-ს საცხოვრებელ კომპლექსში საპოლიციო კორდონის მოხსნას, და ადგილზე შეუშვან მათი ადვოკატი და მედიის წარმომადგენლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შიმშილობით იმუქრებიან.

დევნილები  ითხოვენ ბინით დაკმაყოფილებას, 3 ქალბატონი მესამე დღეა რაც შიმშილობს,  საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც დევნილები შეიჭრნენ არც წყალი მიეწოდებათ და არც ელექტროენერგია.

„იქ მყოფები დამიკავშირდნენ და სამი მოთხოვნა წამოაყენეს. უახლოეს საათებში პოლიციის კორდონების დაშლა, ჩვენია ადვოკატის დაშვება ხალხთან საკომუნიკაციოდ და ჟურნალისტების დაშვება. იქ არ არიან ის ხალხი, რომელთაგან დაცვა სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს. იქ ადეკვატური ხალხი ზის, რომლებიც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა უსულ-გულობამ,“-განაცხადა ჟურნალისტებთან  ერთ-ერთმა დევნილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის შემადგენლობაში მოქცევის მცდელობები

Joni Kvaracxelia

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ელგუჯა გვაზავა დევნილის წინააღმდეგ

Joni Kvaracxelia

“იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის”

დატოვე კომენტარი