მსოფლიოში

“Crocus sity hall”-ში დაზარალებულთა მდგომარეობა ცნობილი გახდა

“Crocus sity hall”-ში სროლის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილთაგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადა მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა – წერს “რია ნოვოსტი”.

რეგიონის ხელმძღვანელმა დაზარალებულთა მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საავადმყოფოში 21 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. „მოხდა ტრაგედია. მეხანძრეები კროკუსში მუშაობენ. ხანძრის ზონა ძალიან შესამჩნევია“, – აღნიშნა გუბერნატორმა.

ვორობიოვმა დასძინა, რომ შემთხვევის დეტალები სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. FSB-ის ინფორმაციით, Crocus City Hall-ის 100-ზე მეტი სტუმარი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

ტრამპის მიერ USAID-ის დახურვას ყოფილი პრეზიდენტების და მსოფლიო ლიდერების კრიტიკა მოჰყვა

გარდაიცვალა სლობოდან მილოშევიჩის ქვრივი, მირა მარკოვიჩი

Joni Kvaracxelia

ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი