ანალიტიკაპუბლიკაციები

COVID-19 — სასჯელი დედამიწაზე ძალადობისთვის, თუ დედამიწის მოთხოვნა შემდგომი გამოწვევებისთვის — გავიძლიეროთ იმუნიტეტი!

სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის:

მკითხველებისთვის, რომლებიც მიბიძგებენ განვაგრძო წერა:
მათთვის ვისაც ეჭვი ეპარება, რომ COVID-19 საერთოდ არსებობს

ადამიანი რაც მეტს ძალადობს დედამიწაზე, ის მით უფრო მეტად იძიებს შურს ჩვენზე

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რატომ ღუპავს COVID-19 ახალგაზრდებს და ზოგადად, სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს კორონავირუსისგან განკურნების პრაქტიკამ ბევრი ახალი ინფორმაცია მიაწოდა კაცობრიობას. ჩემს ირგვლივ უამრავი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი რაღაც გამოგონილი დაავადებაა და არანაირ საფრთხეს არ წარმოდგენს. ზოგიერთებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს გრიპია, რომლისგან განკურნება ჩვეულებრივად ტრადიციული მეთოდებით შეიძლება, ანუ მოიხდი, როგორც გაციებას, ზედა სასუნთქი გზების ანთებას და მორჩა, მით უფრო, თუ ძლიერი იმუნიტეტი გაქვს, ვარჯიშობ, არ ეწევი, ცივ წყალში ცურავ და ა.შ. ეს ასე არ არის!
მთელი ასი პროცენტით ასეც რომ იყოს, მტარვალი ინფექციისგან თავის დაცვა და იმუნიტეტის შემდგომ გაძლიერებაზე ზრუნვა მაინც ყველაზე საუკეთესო გამოსავალია. — მეცნიერები გვარწმუნებენ:
კორონავირუსმა მთელი მსოფლიო და ყველაზე მეტად — მედიცინა „ყალყზე დააყენა“ — და ეს მითი კი არა, რეალობაა.
COVIND-19 როგორც გრიპის ერთ-ერთი სახეობა, ცნობილი იყო, მაგრამ გართულებასთან
საქმე არავის ჰქონია და აქამდე ყველა ექიმი არ იცნობდა ამ მდგომარეობას, არც მისი მკურნალობის პრაქტიკა ჰქონდათ.
არ ღირს ცეცხლთან თამაში!
წერილი დაგარწმუნებთ, რომ საქმე ისე სულ არ არის, ჩვენ რომ გვგონია: ამ ჭეშმარიტებასა და იმაშიც, რომ კიდევ ბევრი აუცილებელი რამ არ ვიცით და ამ შემთხვევაში არცდონა არცოდვა არ არის, რადგან საქმე ჩვენს სიცოცხლეს და დედამიწაზე ზოგადად ადამიანის ცხოვრებას ეხება და თვალის დახუჭვა სირაქლემის დამღუპველი პოზასა და პოზიციაზე დგომაა.
ცნობისთვის ის, რაც ყველამ იცის:
ძლიერ სხეულში იმუნური სისტემა — დამცავი მექანიზმი — ძლიერია.
კორონავირუსისგან განკურნების პრაქტიკამ კაცობრიობას ბევრი ახალი ინფორმაცია მიაწოდა. ამ მზაკვარი დაავადების მსხვერპლთა შორის ასაკი ახალგაზრდავდება.
სულ უფრო ხშირად ისმის გამოთქმა «ციტოკინის ქარიშხალი».
ზოგადად ორგანიზმში ვირუსის ან ბაქტერიის შეჭრა იწვევს იმუნური სისტემის სათანადო იმპულსებით გააქტიურებას და შემოჭრილ „მომხდურთან“ საბრძოლველად გამოათავისუფლებს მის არსენალში არსებულ იარაღს ციტოკინის მოლეკულების სახით. ის სხეულში ყოველ უჯრედს აწვდის სიგნალს სათანადო რეაქციის აუცილებლობის — საყოველთაო მობილიზაციის შესახებ და საბრძოლო მდგომარეობაში მოყავს. იმუნური სისტემა საომარ მდგომარეობაშია: გამოყოფს მტრის დასამარცხებლად სამყოფი რაოდენობის ციტოკინს, რომელიც მიზანში იღებს სწორედ საფრთხეს — მტერ ვირუსს. რაც უფრო ძლიერია იმუნური პასუხი, მით მეტია ინფექციის სრულიად შეუმჩნევლად ძალზე ხშირად სწრაფად, უმტკივნეულოდ დამარცხების შანსი. რადგან დარაზმული იმუნური სისტემა — დაამარცხებს მტერს და ეთიშება თამაშს. შემდგომი ძალების მოსაკრებად კვლავ — მომდევნო საფრთხემდე გადადის რეზერვში — პასიურ საომარ მდგომარეობაში. რაც მეტად ძლიერია იმუნიტეტი, მით უფრო მალე დგება დადებითი შედეგი და კიდევ უფრო მალე აღიდგენს ძალებს.

Loading…

სათანადოდ გაუმართავი იმუნიტეტი „ომის დამთავრების“ და „მტრის გაუვნებელყოფის“ შემდეგ ვერ მართავს გააქტიურებულ საკუთარ „ჯარისკაცებს“ ციტოკინებს და ვისაც ან ჯერაც არ აქვს გამგარებული, ან ვისაც უკვე მოდუნებული აქვს იმუნიტეტი: მოზარდები, მოხუცები, სხვა რაიმე დაავადებით სეპყრობილები — კორონავირუსის მიმართ უფრო მეტად დაუცველები არიან.
გაზეთი The New York Times წერს იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში: მისი ინფორმაციით: კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებს უფრო ხშირად აზიანებს საკუთარი „უკონტროლო“ „ციტოკინის ქარიშხლად“ წოდებული იმუნური სისტემა, რომელიც ინფექციასთან ერთად თავს ესხმის ორგანიზმს.
ზოგიერთი მონაცემებით ირკვევა, რომ თუ იმუნური სისტემა საკმარისად გამართული არ არის, ვერ აკონტროლებს მტერთან საბრძოლველად საჭირო „ტყვია-ციტოკინების“ რაოდენობას და „თამაშიდან არ ეთიშება“ — ვირუსის გაუვნებელყოფის შემდეგაც განაგრძობს მათ გამოთვისუფლებას. ამ მოლეკულების ჭარბად გამოყოფას „ციტოკინის შტორმი“ ჰქვია. ავტომატური სიჩქარით გამოტყორცნილი ტყვია-ციტოკინები ადამიანის სხეულში ან დამიზნების გარეშე დახეტიალობენ, ან უმიზნებენ რასაც წაეწევიან, უფრო სხეულის იმ ნაწილებს, რომელიც ან უკვე დაზიანებულია ან დაზიანების ზღვარზეა. თუ „ციტოკინების შტორმი“ არ იქნა შეჩერებული, ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოზე ერთბაშად მიიტანს შეტევას და მთელ სხეულს ცეცხლის ალში გახვევს, სასიკვდილო გათიშვამდე მიიყვანს.
სხვა სიტყვებით:
ზოგიერთი მეცნიერის დასკვნით სწორედ ამ ფენომენით აიხსნება ის, რომ ციტოკინების შტორმი შეიძლება განუვითარდეს ადამიანებს ნებისმიერ ასაკში აი, რატომ არიან „ისპანკის“, ატიპიური პნევმონიის და ამჟამინდელი COVID-19 — ის მსხვერპლთა შორის ბევრი ახალგაზრდა და ერთი შეხედვით ახალგაზრდა ადამიანები. მთავარი საფრთხე ვირუსში კი არა იმუნური სისტემის ღალატის გამო ორგანიზმის წრეგადასულ რეაქციაში — თავდასაცავად ციტოკინების დონის უსაზღვროდ აწევაშია.
COVIND-19 — ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს SARS-CoV-2. როცა ვირუსი ორგანიზმში მოხვდება იმუნური სისტემა თუ ძალიან ძლიერი არ არის „ციტოკინების შტორმის“ სახით იწყებს არასწორ ზედმეტად აგრესიულად რეაგირებს და სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სინდრომს იწვევს იმის მიხედვით თუ ციტოკინის ქარიშხალი სხეულის რომელ ნაწილს აირჩევს სამიზნედ და დაესხმის თავს.
მოკლედ:
კორონავირუსი ზომაზე მეტად ააქტიურებს ანტისხეულებს, რაც ვირუსის განეიტრალების შემდეგაც განაგრძობს ბრძოლას და მთელ სხეულში ანთებით აზიანებს ყველა ორგანოს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი პაციენტების 15% იღუპება. გულსა და სისხლძარღვებზე პრობლემების შემთხვევაში იწვევს: თავბრუსხვევას, კოორდინაციის პრობლემებს, ყლაპვის გაძნელებას, კრუნჩხვებს, ჰალუცინაციებს; თუ ციტოკინის ქარიშხალი თავს დაატყდა ფილტვებს — სინდრომებია: ხველა, ფილტვების ფუნქციის დაქვეითება, ჰაერის უკმარისობა, გაძნელებული სუნთქვა. გარდა ამისა, ციტოკინის ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციონირების პრობლემები; თუ მთელ სხეულს დაესხა თავს ვლინდება: ცხელება, სისუსტე, მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, მთელი სხეულის ტკივილი, გამონაყარი… მაშინ ექიმები ვერ აუდიან რეცეპტების დაწერას, მედპერსონალი — მკურნალობას.

ის, რაც ყველამ არ იცის:
სისხლის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს ისეთი მარკერების მომატებული დონე, როგორიცაა ინტერლეიკინი -6, ინტერლეიკინი 1, რეაქტიული ცილა და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფა. ცოტა ხნის შემდეგ, ციტოკინის ქარიშხალი აშკარა ხდება. რაც უფრო მალე „დაიჭერენ“ და შეაკავებენ ექიმები სათანადო მკურნალობით, მით მეტია პაციენტის გადარჩენის შანსი. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მდგომარეობა კონტროლიდან გამოდის.
თუ ადამიანი რომელიმე სენითაა შეპყრობილი მის ორგანიზმში იმუნური სისტემა სწორედ მისკენ არის მიმართული და უკვე იბრძვის ამ „ფრონტზე“ მტრის დასამარცხებლად და თუ სხეულმა კოვიდის სახით მორიგი დარტყმა მიიღო, იმუნიტეტის მრავალრიცხოვანი „ჯარისკაცები“ დახმარების გაწევისა და კონკრეტული „ნაპერწკლის“ ჩაქრობის ნაცვლად, მთელ სხეულს „ცეცლის ალში“ ხვევს. „საკუთარი“ იმუნიტეტის მიერ გამოყოფილი ანტისხეულაკები სხეულს აღარ ემორჩილება საჭიროებისამებრ ვერ რეგულირდება და მებრძოლი რიგითები ახალ-ახალი ციტოკინების სახით იჩეკებიან და ბრძოლას განაგრძობენ როგორც იმუნური მოლეკულების უკონტროლო ტალღა და განკურნების ნაცვლად ზიანს აყენებენ მთელ სხეულს
არსებობს ტესტები, რომლის საშუალებითაც შეიძლება დადგინდეს, განიცადა თუ არა პაციენტმა სხეულმა ციტოკინის ქარიშხალი — ეს არის ბიოქიმიური ტესტი ფერიტინზე. ამ ცილის მაღალი დონე შეიძლება იყოს ანთებითი პროცესის მაჩვენებელი. თუ ექიმს აქვს მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ ციტოკინის შტორმთან აქვს საქმე, ის დანიშნავს სათანადო მკურნალობას და შედეგიც მიიღწევა.
კორონავირუსის ამჟამინდელი ეპიდემიის დროს უკვე აღწერილია სათანადო მედიკამენტების წყალობით „აღელვებული იმუნური სისტემის დამშვიდება» და პაციენტების სრული გამოჯანმრთელება.
ონკოლოგიაშიც არის აღწერილი იგივე წამლებით „აღელვებული იმუნური სისტემის დამშვიდების» კლასიკური მაგალითი: წამლის მხოლოდ ორი დოზის შემდეგ, რვა საათის შუალედში, პაციენტის სიცხე სწრაფად გაქრა, ჟანგბადის დონემ მოიმატა და გულმკერდის სკანირებამ აჩვენა, რომ ფილტვები გაწმენდილია, რაც ადასტურებს, რომ ზოგიერთ ადამიანში კორონავირუსის ეფექტური ანტიდოტი არის და ის გამოიყენებოდა რევმატოიდული ართრიტისა და კიბოს გარკვეული ტიპების სტადიების სამკურნალოდ, რადგან აჩერებს მოჭარბებული სპეციფიკური ციტოკინის მოქმედებას, სახელწოდებით ინტერლეიკინი -6, რომელიც ასოცირდება ზედმეტად ინტენსიურ იმუნურ რეაქციასთან. ასევე ექიმებს უკვე სხვა საშუალებებიც აქვთ. მაგრამ ღმრეთმა ნუ ქნას დაგვჭირდეს. რადგან მართალია „აბობოქრებულ“ იმუნურ აქტიურობას აცხრობს, მაგრამ ამასთან, არცთუ უსაფრთხოა, რადგან თრგუნავს ზოგადად იმუნურ რეაქციასაც და პაციენტს სხვა ინფექციებისგან დაუცველს ტოვებს, არადა, რამდენია თვით საავადმყოფოში.
გამოცდილება აჩვენებს, რომ ვირუსთან საბრძოლველად ზედმეტად ძალადობრივი იმუნური პასუხის ასევე ზედმეტი აქტიურობის ჩახშობა და ამავე დროს იმუნური საკმარისად ძლიერი სისტემის შენარჩუნება საკმაოდ რთულია და ბუნდოვანი მომავალი აქვს ყოველი პაციენტის მასზე ინდივიდუალური რეაქციის გამო. ტესტებით დგინდება, რომელ პაციენტებზე და რომელი წამლები იქონიებს დადებით ზეგავლენას. ციტოკინის ქარიშხლების წარმატებული მკურნალობა სწორი ბალანსის დაცვას ნიშნავს, რაც იოლად და მარტივად გადასაწყვეტი არ არის.

ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყოველმა ადამიანმა, მით უფრო მაღალი რისკის ქვეშ მყოფებმა დაავადების თავიდან ასაცილებლად სამედიცინო რჩევები უნდა გაითვალისწინონ

ჩვენს თავსდამტყდარი ეს უბედურება იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა მიზეზს უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. შედეგის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. ჩემი როგორც ერთი მოკვდავის აზრით:
დედამიწას უჭირს. არ იყო მზად თვითგადარჩენისთვის უსაშველო რაოდენობის ტექნოლოგიების და სინტეთიკური საშულების გამონაბოლქვის, პლასტმასური ნარჩენების, სრულიად დაუგეგმავად ზოგიერთი ადგილების გადატვირთვა და ზოგიერთის სრულიად გაუკაცრიელებასთან… და კიდევ ბევრი დისბალანსისა და მისთვის არაორგანული სიბინძურეთან საბრძოლველად… უჭირს თვითგანწმენდა… თავად გადარჩენისთვის იბრძვის და დაგვაყენა საფრთხის წინაშე — ახლა თვითგადასარჩენისთვის ბრძოლის ჩვენი რიგია.
საკითხი დგას
რა გადაგვარჩენს?
ბუნებრივი მუნიტეტის გამომუშავება!
პროფილაქტიკა გაცილებით იოლი, იაფი და უსაფრთხოა. არჩევანი არც ისე დიდია: საუბარი არ არის: ნაკლებ, ზომიერ ან სხვა სახის იმუნიტეტზე.
ხსნა მხოლოდ ძლიერი იმუნიტეტის გამომუშავებაშია, რომელიც ამ და სხვა ნებისმიერ პანდემიას მკლავებს გადაუგრიხავს.
ამ დღეებში — მკაცრი რეგულაციების დროსაც იმუნიტეტის გასაძლიერებელი არცერთი ეფექტური საშუალება აკრძალული არ არის და დროც საკმარისი გვაქვს, მონდომების შედეგად ეფექტი სწრაფად დგება.
სწორედ ამას მოითხოვს ჩვენგან ჩვენზე გაბრაზებული დედამიწა!
თუ როგორ, საუბარის სხვა აუცილებელი თემაა…
ჯანმრთელობას გისურვებთ!

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ზელენსკი — ზურაბიშვილი — რომელია თავისი ქვეყნისთვის სასარგებლო?!

Joni Kvaracxelia

«რაც უფრო ძლიერია ბერკეტი, მით უფრო მეტის მიღწევა შეუძლია მხარეს» — ლევან ფესვიანიძე

მსოფლიო გოთვერნობის სამი კანონი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი