CNN-ზე გაჟღერდა მარტივი ტყუილი“, — ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერიდან ქრისტიან ამანპურის ინტერვიუს ევროკომისიის პრეზიდენტთან.
CNN-ის წამყვანმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ჰკითხა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე, რის გზადაც საქართველო დაასახელა. ირაკლი კობახიძემ საქართველოს გავლით სანქციების არიდებაზე ინფორმაციის CNN-ში გაჟღერება ქვეყნისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნას და საბოლოოდ, ომში ჩართვის მიზანს დაუკავშირა.
„ადამიანები — არა, არიან სერიოზული ძალები, რასაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ. ზუსტად ვიცით, რა იგულისხმება ამის უკან, მაგრამ კარტებს ბოლომდე არ ვხსნით. გლობალური ომის პარტიას აქვს ინტერესი, საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში. ამას ცდილობენ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო CNN-ზე ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა, სადაც CNN-ის ჟურნალისტი „ფეიკზე“ (რუსი ჟურნალისტის სტატიაზე „ნიუ იორკ თაიმსში“) დაყრდნობით ურსულა ფონ დერ ლაიენს უსვამს კითხვას, რასაც თითქოს საფუძვალდ უდევს ფაქტი, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ხელშეწმყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები. ეს ხომ „სიენენია“ და არა „ტვ პირველი“ ან „მთავარი არხი“ — „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები?!“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.