ქართულ-შვედური ფილმი — And Then We Danced საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოებერს გამოვა. ჯერ ჯერობით მხოლოდ 3 დღით.
ფილმის საჯარო ჩვენებას ქასთი ვერ დაესწრება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო.
And Then We Danced
And then we danced • და ჩვენ ვიცეკვეთ. «And Then We Danced» »და ჩვენ ვიცეკვეთ»
ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი მერაბისა და ირაკლის სიყვარულზე. 🏳️🌈
ფილმის აღწერა:
მერაბი ბავშვობიდანვე ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლში დადიოდა მის ცეკვის პარტნიორთან, მარისთან ერთად. მერაბის სამყარო მოულოდნელად აღმოჩნდა თავდაყირა, როდესაც ქარიზმატული ირაკლი გაჩნდა მის ცხოვრებაში. იგი გახდა მერაბის კონკურენტი და სურვილიც. ამ კონსერვატიულ გარემოში მერაბი აღმოაჩენს, რომ უნდა გათავისუფლდეს და რისკავს.
ფილმის ხანგძლივობა: 105 წუთი.
ფილმის გადაღება 2018 წლის 29 ნოემბერს დასრულდა (გადაღებები 2 თვე გრძელდებოდა).
ფილმი შვედეთის და საქართველოს საერთო ნამუშევარია, გადაღებები საქართველოში (თბილისი) მიმდინარეობდა და მსახიობებიც ქართველები არიან. And then we danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.