სხვადასხვა

“AIDI”-მ და “ლაზარე”-მ გააფორმეს მემორანდუმი უცხოური გრანტებისა და დახმარებების ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით

2018 წლის 11 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა “AIDI”-მ და ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება “ლაზარე”-მ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი კვლევების ჩატარებას საქართველოში შემოსული დაფინანსებების, გრანტებისა და სხვა ფინანსური დახმარებების მონიტორინგის შესახებ. ერთობლივი ძალისხმევით, შემოწმდება თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება პროექტები და რამდენად წარმატებულად ღებულობს სარგებელს საბოლოო ბენეფიციარი სხვადასხვა არასამთავრობო, საერთაშორისო თუ სამთავრობო ორგანიზაციების გავლით.

ამასთან დაკავშირებით, USAID, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო,  არის უმთავრესი დონორი, რომელიც წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს და უახლოესი ისტორიის მანძილზე გამოყოფილი აქვს გრანტის სახით სხვადასხვა ორგანიზაციებზე ორ მილიარდამდე დოლარი. პირველადი მოკვლევა იწყება, როგორც 2015-2018 წლებში USAID/NEO და USAID/ZRDA პროექტებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განხორციელებულ 68 პროექტზე ასევე სხვა სამიზნე ბენეფიციარებთან დაკავშირებულ აქტივობებზე. კონკრეტულად ზემოთხსენებული ორი პროექტი განხორციელებულია ან მიმდინარეობს ამერიკული ორგანიზაცია Chemonics International-ის მიერ.

შეგახსენებთ, რომ Chemonics International არის ამერიკული ორგანიზაცია, რომელმაც მხოლოდ ამ ორი პროექტის საშუალებით მიიღო USAID- სგან 40 მილიონამდე დოლარის გრანტი მრავალათასიანი ბენეფიციარის ხელშეწყობისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

კვლევის მიმდინარეობასა და შედეგებს, რომელიც მიზნად ისახავს შესწავლას თუ რამდენად წარმატებულად ისარგებლეს სამიზნე ჯგუფებმა და რამდენად ეფექტურია დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში იხილავთ შემდეგ საინფორმაციო გვერდებზე:

www.paqtebi.ge

www.aidi.ge

https://www.facebook.com/AIDIAnalitikal

https://www.facebook.com/gelazare/

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

II კლასის მოსწავლე გოგონა გარდაიცვალა გლანდების ოპერაციის გამო

კიმ ჩენ ინმა ევროპული ვიზის მისაღებად პასტორტი გააყალბა

Joni Kvaracxelia

«კიდევ ერთხელ ვავრცელებ ამ ვიდეოს…ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და შეკითხვები აღარ დაგრჩებათ, თუ რამხელა დანაშაული ჩაიდინეს გახარიამ და ივანიშვილმა»

დატოვე კომენტარი