განცხადებები

«დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში არამხოლოდ უუნაროა, არამედ აღმოჩნდა, რომ მას ამის სურვილიც არ აქვს»

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ქვეყნის ისტორიაში ამერიკის პრეზიდენტის ყველაზე სამარცხვინო იყო»

„პრეზიდენტ ტრამპის ეგოიზმისა და ავტოკრატიის მიმართ სიმპათიის შეფასება რთულია, თუმცა ნათელია, რომ ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში არამხოლოდ უუნაროა, არამედ აღმოჩნდა, რომ მას ამის სურვილიც არ აქვს. თითქოს ტრამპი და პუტინი ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ და პრეზიდენტმა თავისუფალი პრესის სამართლიანი კითხვებისგან ტირანის დაცვა გადაწყვიტა. ამით კი პუტინს ტყუილის პროპაგანდის კარგი პლატფორმა შეუქმნა“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ცეცხლოვანი მუსტანგი ცეცხლით და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს-ხაზარაძე

roma sajaia

«„ნაციონალები“ გაიქცნენ, თქვენ მიკროფონს არ მირთავთ. ეს არის თქვენი შიში”-გიორგი გახარია

პანკისელი ემიგრანტების განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით

დატოვე კომენტარი