“მწვავე ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში” – კონფერენცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

0
227
????????????????????????????????????

17 მაისს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა კონფერენცია “მწვავე ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში.”

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ:

“საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება”

“ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის”

“ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა”

“ჯანსაღი სახელმწიფო”

“ლაზიკა”

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ:  მანანა ჯებაშვილი “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” თავმჯდომარე, “მწვანე ალტერნატივა”-ს თავმჯდომარე დავით ჭიპაშვილი,  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი  თეა გოდოლაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს დარბაზის წევრი მარინა ჟორდანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ვაჩეიშვილი, საყდრისის კომიტეტის წევრები: ანა მიქაუტაძე, ნინო ბურჭულაძე, მედიცისნი მეცნიერებათა დოქტორი ინგა ღვინერია და ბავშვთა ქირურგი-მ.იაშვილის სახ.ბავშვთა საავადმყოფო ასოციაცია “ბავშვთა ჯანმრთელი მომავლისთვის” პრეზიდენტი ლევან ფერაძე.

კონფერენციის დასასრულს დისკუსია მიმდინარეობდა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ  აღნიშნულ  საკითხებთან დაკავაშირებით დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი მიიღო.

 

ოპერატორი: ონისე ხარბედია

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ