Uncategorized

1 მაისს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ბასილი რატიშვილი; ღირსი იოანე; მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, ზენონი, აკვინდინე და სევერიანე; კოზმან აღმსარებელი, ქალკედონელი ეპისკოპოსი და ღირსი ავქსენტი; იოანე ახალი.

შრომის დღესასწაული — აღინიშნება მრავალ ქვეყანაში. შემოღებულ იქნა აშშ-ში 1884 წელს დაწყებული მშრომელთა საერთო სახალხო გაფიცვის გამო.

აშშ — შემწყნარებლობის დღე (1955)

მარშალის კუნძულები — დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციის დღე (1986)

ყაზახეთი — ყაზახეთის ხალხთა ერთიანობის დღე.

 

1707 წ. შოტლანდია და ინგლისი გაერთიანდნენ.

1776 წ. გერმანიაში ბავარიელი ილუმინატების საიდუმლო ორგანიზაცია შეიქმნა.

1840 წ. გამოიცა მსოფლიოს პირველი საფოსტო მარკა „შავი პენი“, დიდი ბრიტანეთი.

1851 წ. ლონდონში დაიწყო დიდი გამოფენა — პირველი მსოფლიო კულტურული და ინდუსტრიული მიღწევების ექსპოზიციათა სერიაში.

1857 წ. დაიბადა კოტე მესხი — ქართველი მსახიობი და რეჟისორი.

1862 წ. აშშ-ს სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის ალიანსმა ახალი ორლეანი დაიკავა.

1879 წ. დაიბადა ვანო სარაჯიშვილი — ქართველი მუსიკოსი და ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1905 წ. დაიბადა დავით წერეთელი — ქართველი გეოგრაფი და მთამსვლელი.

1908 წ. დაიბადა გიორგი კონსტანტინეს ძე ბაქრაძე — ქართველი მეცნიერ-ეკონომისტი.

1924 წ. დაიბადა დავით აბაშიძე — ქართველი მსახიობი.

1930 წ. ნიუ-იორკში გაიხსნა ემპაირ-სტეიტ-ბილდინგი, იმ დროს მსოფლიოში უმაღლესი შენობა.

1982 წ. ფოლკლენდის კუნძულებზე ბრიტანეთმა დაბომბა ავიაბაზა პორტ-სტენლი.

2003 წ. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა ომის დამთავრება ერაყში.

2004 წ. ევროპის კავშირში 10 ახალი წევრი მიიღეს: კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.

2008 წ. აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის დამატებითი ძალები შევიდნენ.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ექვს თვეში ორი დარბევა !!! და ესენი მიშას ეძახიან სისხლიან რეჟიმს !»-ელისო კილაძე

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, მირდატ ქამადაძე ბათუმის მერს და ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

Joni Kvaracxelia

ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი სამყარო აღმოაჩინეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი