განცხადებებისხვადასხვა

«ეს არის ბერთუბნის ფოტოები…ის ადგილია, რომელზეც ჩვენ არც ვდაობთ»-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე   „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას “ აზერბაიჯანის მხრიდან   გარეჯის კელიების დასუფთავებას გამოეხმაურა.

«დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება უცვლელია. არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ვერ გადავდივართ. როგორც იყო, ისევ ისეა. კომისიის მუშაობას რაც შეეხება, არც ამ მიმართულებით გვაქვს ცვლილება. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს, ეს არ არის შესაბამისი ფოტოები. ეს ის ადგილია, რომელზეც ჩვენ არც ვდაობთ, ეს არის ბერთუბნის ფოტოები, რომელიც აზერბაიჯანის სიღრმეში მდებარეობს. ჩვენი სადავო საკითხი კი ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერია, რომელზეც მუშაობა გრძელდება“

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სასტუმროდან 2 ადამიანი გადმოვარდა, 1 ადგილზე დაიღუპა-რა მოხდა შეკვეთილში?

«დღეს ივანიშვილი კი არ გატყდა, დაიმსხვრა. ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა»

დატოვე კომენტარი