სამტრედიელი ანა ენგიბარიანი ცხოვრობდა მოსკოვში. ის მოსკოვში რასებული, ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ «ივერიას» წარჩინებული მოცეკვავე იყო. 14 თებერვალს მას 20 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე ანაპაში, მშობლების საკუთარ რესტორანში გადაიხადა, თუმცა ეს დღე მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან მეგობრებთან ერთად «აჭარულის» ცეკვისას ის მოულოდნელად დაეცა და გარდაიცვალა.
მისი სიკვდილი ყველასთვის: ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის თუ ახლობლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. სიცოცხლით სავსე ანა, რომელიც სულ მოძრაობაში იყო ჯამრთელობას არ უჩიოდა. სწორედ ამიტომ გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
20 წლის ანა ენგიბარიანი საქართველოში გადმოასვენეს და მას მშობლიურ სამტრედიაში დაკრძალავენ.
Loading…