Uncategorized

17 წლის გოგოს გატაცების ფაქტზე, 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს-შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული გ. მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.

სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს» აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

Loading…

მსგავსი პოსტები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით

Joni Kvaracxelia

საქართველოში კორონავირუსის ახალი, მეოთხე ფაქტი დადგინდა

ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი სამყარო აღმოაჩინეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი