სხვადასხვა

29 წლის გიორგის საქართველოში დასმული ავთვისებიანი სიმსივნე, საფრანგეთში არ დადასტურდა! რატომ გვკლავს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა?

დიაგნოზი ავთვისებიანი სიმსივნე, განადგურებული ადამიანი ფიზიკურად, მორალურად, ფინანსურად, საქართველოში დასმული ავთვისებიანი სიმსივნე, ტყუილად ჩატარებული ქიმიოთერაპია, გიორგის დიაგნოზი საფრანგეთში არ დადასტურდა!

ძალიან ბევრი იბრძოლა დედების ფონდმა რომ გამწარებულ, ახალგაზრდა ოჯახს დავხმარებოდით, ქიმიის ფულს აგროვებდნენ , იმ ქიმიის რომელიც თურმე 29 წლის გიორგის არ სჭირდებოდა და ტყუილად უნადგურებდნენ ჯანმრთელობას.

თქვენი დახმარებით მოხდა გიორგის გადაყვანა საფრანგეთში, სადაც დიაგნოზი არ დადასტურდა. რატომ გვკლავს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა? რატომ გვთხოვს ვიხადოთ ფული იმ მკურნალობაში, რომელიც თურმე სასიკეთოდ კი არა, სასიკვდილოდ გვადგება?

საბედნიეროდ გიორგი დღეს თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ვინ აგებს პასუხს ქიმიით დანგრეულ ჯანმრთელობაზე, განადგურებულ ფინანსებზე და ფსიქიკაზე?!

რომ არა თქვენი 1 ლარით შეკოწიწებული თანხა, ალბათ ხვდებით რაც მოხდებოდა ლიკუნა წიქარიშვილი
დედების ფონდი_ მუდამ სიცოცხლის სადარაჯოზე

euronews.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა

პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს პრემიერად დანიშვნა მიულოცა

roma sajaia

დატოვე კომენტარი