ექსპერტები: უვადო სენატორიზმი საშუალებას მისცემს პუტინს ხელმძღვანელობდეს ფედერაციის საბჭოს, კრემლის დატოვების შემდეგ

0
69

ამ შემთხვევაში, მას კვლავ შეეძლება გადაწყვიტოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პაუხისმგებელი ორგანოების დაკომპლექტება და მოსამართლეების დანიშვნა. პუტინს აღარ მოუწევს არჩევნებში მონაწილეობა.

სახელმწიფო დუმაში გამოცხადებული ინიციატივა, რუსეთის ყოფილ პრეზიდენტებს მიენიჭოს უვადო სენატორის სტატუსი, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვლადიმერ პუტინის შესაძლებლობის ფანჯარა გაფართოვდეს მას შემდეგ, რაც იგი თანამდებობას დატოვებს. ვინაიდან პუტინი განუსაზღვრელი ვადით გახდება ფედერაციის საბჭოს წევრი, იგი ნებისმიერ დროს შეძლებს ამ ორგანოს ხელმძღვანელობას და მას აღარ მოუწევს მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში ან გუბერნატორის პოსტზე ნებისმიერ კანდიდატთან ერთად წავიდეს არჩევნებზე.

”რამდენადაც მე მესმის, ფედერაციის საბჭოს მუდმივ წევრს იგივე უფლებამოსილება აქვს, რაც სხვა წევრებს,” – ამბობს ილია შაბლინსკი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი და კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი. – შეიძლება ასეთი უვადო წევრი გახდეს თავმჯდომარე? თეორიულად, კი.” შაბლინსკის თქმით, მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპაში, მაგალითად იტალიაში. თუმცა ასეთ „პენსიონერ პოლიტიკოსებს“ უსმენენ და მეტი არაფერი.

პოლიტოლოგი კონსტანტინე კალაჩოვი განმარტავს, რომ კონსტიტუციაში შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილებები ფართოვდება: ისინი მოიცავს უფლებამოსილებას არა მხოლოდ დანიშვნის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ მინისტრებისა და რეგიონალური პროკურორების დანიშვნაში. ექსპერტის აზრით, ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ ორგანოს ხელმძღვანელობას გადაწყვეტს საბოლოოდ ის. თუ პუტინი, როგორც უვადო სენატორი, უხელმძღვანელებს როგორც სახელმწიფო საბჭოს, ასევე ფედერაციის საბჭოს, მისი სტატუსი ახალ იერარქიაში მკვეთრად გაიზრდება.

პოლიტოლოგი აბას გალიამოვი ასევე საუბრობს პუტინის რამდენიმე ვარიანტზე: ”ალბათ პუტინს სურს ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის როლის შეათავსოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის როლთან; შესაძლოა, საუბარია ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტის გაერთიანება სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პოსტთან. თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობები.”

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლოს მყოფი პირი თვლის, რომ კრემლი ადგენს გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებულ რამდენიმე შესაძლო სცენარს, რათა ხელისუფლებამ გააკეთოს  საბოლოო არჩევანი შესაბამის დროს, სიტუაციაზე და მიმდინარე ტრენდებზე დამოკიდებულებით.

წყარო

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ