“ქართული ოცნებისთვის” ბრძოლა მარტივი არ იქნება, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოცდილი მებრძოლები არიან-გოგა ხაინდრავა

0
54

პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოშ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

“ნათელაშვილი ლიდერია, რადგან ჯერ ერთი, დიდი გამოცდილება და ამისთვის საკმარისი პოლიტიკური მოღვაწეობის სტაჟიც აქვს. მის გარშემო გაერთიანებული გუნდი საკმაოდ ცნობილი პოლიტიკური სახეებითაა დაკომპლექტებული: ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ახალგაზრდა, ჟინით სავსე გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ბრძოლა მარტივი არ იქნება, რადგან ეს ადამიანებიც ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოცდილი მებრძოლები არიან. მათი ერთად ყოფნა ძალიან პოზიტიურია ქართველი ამომრჩევლისთვის, რადგან ძალიან მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება. არის ორი ძალა – ან აქ ან იქ”- განაცხადა ხაინდრავამ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ