სხვადასხვა

გიორგი კვირიკაშვილის «ფეისბუქ» გვერდი კრტიკული წერილის გამოქვეყნების შემდეგ  გაუქმდა

ყოფილი პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქ გვერდი  გაუქმდა.

კვირიკაშვილის ფეისბუქ გვერდი აღარ იძებნება.

შეგახსენებთ რომ გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ხელისუფლება გააკრიტიკა და ასე გიგი უგულავას დაპატიმრებაზეც წერდა.

«როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მითუმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია – როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად – აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია. ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში – აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული.
ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე.
მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება.»-წერდა გიორგი კვირიკაშვილი

Loading…

მსგავსი პოსტები

საგანგებო მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში-ოპოზიციამ სოხუმში საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა (ვიდეო)

«ვაჟიშვილი არ აღმოჩნდა და სხვისი ნათრევი კაცი არაფერში მჭირდება»-გორში მოტაცებული ბიჭი გოგომ სახლიდან გამოაგდო

Joni Kvaracxelia

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს უხელმძღვანელებს

დატოვე კომენტარი