განცხადებებისოცქსელი

«დრონი მეფობენ და არა ქოცები»-დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშიას» ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ მისი სასამართლო შედგება და მას შესაძლოა გამამტყუნებელ განაჩენი გამოუტანონ.

«საკმაოდ დიდი ხანია ქართული დემოკრატია წარმატებულად ინგრეოდა. ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ მთელმა მსოფლიომ, რუსეთის და შეიძლება ვანუატუ-ნაურუს გარდა აღიარა ის, რომ ამ ქვეყანაში გაჩნდნენ პოლიტმატიმრები.
გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი,
გავრილოვის პატიმრები.
დღეს გიგი უგულავა შეემატა პოლიტმატიმრების რიცხვს და ამ წმინდა რუსული ხასიათის მატარებელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში დემოკრატია დამარცხდა და დაისადგურა ავტორიტარიზმმა.
ხვალ, 11 თებერვალს 13.00. სთ ზე, შედგება ჩემი სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებულიც ვარ და დაზარალებულიც.
ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, მომიყენეს 2 წლიანი მუხლი, იმ საქმეში, რომელშიც 4 მოგზავნილი ტიტუშკა ცდილობდა ჩემს ცემას.
დეტალებზე არ შევჩერდები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს საქმე შეიკერა იმისთვის, რომ შეაჩერონ, დამაშინონ და მაიძულონ უარი ვთქვა ანტისაოკუპაციო მოძრაობაზე.
ეს საქმე არის ზეწოლის მცდელობა და გულწრფელად ვიტყვი, ხვალ არ გამიკვირდება თუ უკვე მერამდენედ ეს ხელისუფლება შუბლის ძარღვს გაიწყვეტს და თავისი ხელქვეითი მოსამართლეების ხელით გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
მოკლედ, აბსურდის თეატრში მორიგი სპექტაკლი მიმდინარეობს.
ერთი კი გახსოვდეთ პატივცემულო ქოცებო, , დრონი მეფობენ და არა ქოცები.»

 

Loading…

მსგავსი პოსტები

«დღეს ჩვენი შეხვედრის დღეა»-რას აანონსებს ნანუკა ჟორჟოლიანი?

Joni Kvaracxelia

თამარ ბაღაშვილის გადაწყვეტილება რუსთავი2-ში მიმდინარე საკადრო პოლიტიკაზე

«ხალხი ციხეში გვილპებოდა და ეს, სასტუმრო ფერმონტში წამოგორებული, იმ სკამზე ჭიდაობდა, რომელიც არ გააჩნდა»-ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

დატოვე კომენტარი