განცხადებები

«მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი»-ანიტას დედის ემოციური მიმართვა

ანიტა ფაცაციას დედა მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

«გამარჯობა, მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. დავმარცხდით ამ ბრძოლაში მე და ანიტა. იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი მასაც არ უნდოდა წასვლა. ბოლო წუთამდე მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ჩემთან უნდა. მე ვგრძნობ, რომ ანიტა აქ არის. მუდმივად ჩემ გვერდითაა. ჩემზე წერთ ძლიერიაო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალა თქვენ მაპოვნინეთ. თქვენ დამაჯერეთ, რომ ჩემი გოგო განსაკუთრებულია და მეც ვალდებული ვარ ვიყო ღირსეული დედა მისთვის, ვიყო ისეთი, როგორსაც ჩვენი ანიტა იმსახურებს. მინდა მისი დაწყებული კეთილი საქმეები გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ. ის ძალიან კეთილია. არ უნდოდა სხვა ბავშვის გული, არ წაიღო ჩემმა კეთილმა ადამიანმა. დედამისი ნატრობდა მის გადასარჩენად სხვის გულს, მაგრამ ანიტამ არ გააკეთა ეს. თავისი ნამცეცა გული აირჩია და ისე წავიდა. მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს… სიკეთეები მისი სახელით არ დასრულდეს, და ღმერთს ვთხოვ მომცეს ამის ძალა. არ შეიძლება ასე ხშირად ირღვეოდეს ბუნების კანონზომიერება, არ უნდა დავუშვათ, რომ დედები აცილებდნენ შვილებს და არა პირიქით… მიყვარხართ ანიტელებო და თქვენ მაძლიერებთ…

ორი წლის ანიტა ფაცაცია დილატაციური კარდიომიოპათიის (გულის უკმარისობა) დიაგნოზით სამი თვის წინ სამკურნალოდ ჯერ ავსტრიაში ჩაიყვანეს. გოგონას გულის ტრანსპლანტაცია ესაჭიროვებოდა. ბავშვს ამ ოპერაციაზე ავსტრიის შემდეგ იტალიის და ბელარუსის კლინიკებმა უარი უთხრეს. დეკემბერში გოგონა ინდოეთში გადააფრინეს და ქალაქ ჩენაიში გადიოდა მკურნალობას. ანიტას პნევმონია განუვითარდა. ინდოელმა ქირურგმა სასწრაფოდ მიიღო ეკმოს აპარატის ჩანერგვის გადაწყვეტილება. ბავშვის ორგანიზმმა ვერ მიიღო ეკმოს აპარატი და ის მალევე მეორე აპარატით შეუცვალეს. ანიტას ორგანიზმში ფარული სისხლისდენა დაეწყო. იანვრის ბოლოს კი გოგონა გარდაიცვალა. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა…»

Loading…

მსგავსი პოსტები

«აეწვათ კუდები წინასაარჩევნოდ…»

roma sajaia

ქართული ოცნების ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება

«ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან»-პრემიერი «რუსთავი2»-ზე

დატოვე კომენტარი