განცხადებებისოცქსელი

«ციხიდან გამოდის მერაბიშვილი, რომელიც ამ ტაქტიკურ თამაშში შეიძლება იქნას ჩართული»-გია ხუხაშვილი სააკაშვილის შტაბზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დააანონსებულ თბილისში პირადი შტაბის გახსნას ეხმაურება:

«მიშას შტაბზე:
პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისით, ეს ერთი შეხედვით გაუგებარი ნაბიჯი, პრაქტიკული პოლიტიკის გაგებით ახსნადი და გასაგებია. იქიდან გამომდინარე, რომ შუას გაკრეფა და ფრონტის ხაზის გატარება “ნაცმოს” მეშვეობით ვეღარ ხერხდება შიგა და გარე პრობლემების გამო. ამიტომ სააკაშვილი ცდილობს ორპოლუსიანობა შეინარჩუნოს პიროვნული დაპირისპირების მეშვეობით. ანუ, თუ “ნაცმო” ვეღარ განიხილება “ქო”-ს ერთადერთ ალტერნატივად, სამაგიეროდ მიშა განიხილება ბიძინას ერთადერთ ალტერნატივად. ეს კონფიგურაცია მას აძლევს მანევრის საშუალებას. ის ინარჩუნებს გავლენას ნაცებზე და ამასთანავე ეცდება გასვლას ნაცებიდან წასულ, თუ გარე ჯგუფებზე. ამასთანავე, არ დაგვავიწყდეს, რომ ციხიდან გამოდის მერაბიშვილი, რომელიც ამ ტაქტიკურ თამაშში შეიძლება იქნას ჩართული, როგორც ბიბლიოთეკის შტაბის უფროსის, ასევე ენმ-ის ახალი ლიდერი. ეფექტურიბაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გეგმაში პოლიტიკური ლოგიკა ნამდვილად არის.»-წერს ხუხაშვილი.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«მე არ მივიჩნევ, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული»

Joni Kvaracxelia

«ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს…რაც მეტი აიცრება ქვეყანაში, მეტად დაზღვეული იქნება საზოგადოება»

roma sajaia

«გრიშა და მიშა შეთანხმდნენ, რუსეთში უნდა ეზეიმათ ჩვენი მიწა-წყალის განადგურება და ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა»-დავით მაღრაძე

დატოვე კომენტარი