პოლიტიკა

ივანიშვილი არჩევნებისთვის 1 მილიარდი ლარის მობილიზებას იწყებს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა მზადება უკვე დაიწყო.

“2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ივანიშვილი 2020 წლის არჩევნების მოგებისთვის 1 მილიარდი ლარის მობილიზებას ითხოვს. როგორც სააგენტოს სანდო წყარომ განუცხადა, „ქართული ოცნების“ სააჩევნო ფონდის შევსება ბიზნესმენებსაც დაევალათ, თუმცა „საარჩევნო ინვესტიციის“ დიდი წილი პირადად მისი ანგარიშიდან წავა საარჩევნო ფონდში.

„არა მარტო მილიარდის მობილიზებაზეა ლაპარაკი, კონკრეტული დავალებები აქვთ უკვე მიღებული „ქართული ოცნების“ წევრებს, როგორ უნდა გადანაწილდეს საარჩევნო ფული, რომ „ოცნებამ“ ამ არჩევნების მოგება შეძლოს. ბიძინა ივანიშვილისთვის ამ არჩევნების მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია»-განუცხადა «2020NEWS»-ს ინფორმირებულმა წყარომ.

წყარო:2020NEWS

Loading…

მსგავსი პოსტები

იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტერბის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

«ოპოზიცია ორიენტირებულია პოპულიზმზე»- რატი იონათამიშვილი რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა

Joni Kvaracxelia

კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის ვიზიტი საქართველოში

დატოვე კომენტარი