სხვადასხვა

პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს, სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების შესახებ ვიდეო აჩვენა.

«თქვენ მომიწოდებთ ამ ანგარიშში, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დავტოვოთ ერთად. ისეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ, როცა მას შეურაცხყოფენ, თუ არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება»-მიმართა იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას.

ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები, რომელთაგანაც სამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ვრცლად ისაუბრა.

„ამ ვიდეოზე წითელშარფიანი ქალბატონი, რომელიც შემოდის საკანში, გახლავთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. დანარჩენი კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ერთი პატიმარია. ამ ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი აბსოლუტურად თავისუფლად შედის საკანში, როგორც ამას გვავალებს კანონი, იმ მომენტში, როდესაც პატიმარი ეჩხუბება ექთანს. შემდეგ ეს პატიმარი სახეში აყრის მაგიდიდან, რაც მაგიდაზე დევს და წყალსაც ასხამს ექთანს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამას ესწრება. რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ ეს დავა გრძელდება და პატიმარი დაწვდება, შეგვიძლია ეს გაჩვენოთ მაგრამ გრძელი ვიდეოა. თუ ეჭვი შეგეპარებათ სიმართლეში, გაჩვენებთ.»-განაცხადა თეა წულუკიანმა

წყარო:პირველი არხი

Loading…

მსგავსი პოსტები

დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა აიკრძალება 6 სექტემბერს

«ვაი თქვენს სუნთქვას, რომ სუნთქვა ქვია და ჩემი ბიჭისას უსუნთქობა!!!»-14 წლის ლუკა ბასილაძის დეიდა ემოციურ მიმართვას ავრცელებს

გიორგი სიგუა აეროპორტში დააკავეს (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი