პოლიტიკასხვადასხვა

რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ახალი მიწების მიტაცება დაიწყეს-იხილეთ ფოტოები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშიას» ლიდერი დავით ქაცარავა სოციალუ ქსელში გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების მიერ მიწების მიტაცების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

«ოკუპანტები კვლავ აგრძელებენ ჩვენი მიწების ოკუპაციას.
ამჯერად ორკებმა გუგუტიანთკარში გააგრძელეს ახალი მიწების მიტაცება.
რას აკეთებს მთავრობა?
გააქტიურა ცხელი ხაზი.
ეს სურათი გადაღებულია რამდენიმე წუთის წინ.
ჟურნალისტები შეუშვეს, სამაგიეროდ ოკუპანტები არ გამოვიდნენ სამუშაოდ და ჟურნალისტებს შორიდან დაანახებენ ახლად დამონტაჟებულ ბოძებს…
მთავარი ხომ ისაა, რუსები არ გაღიზიანდნენ.»

«ჩემო მეგობრებო!
როგორც ჩემს მიერ გავრცელებულ მასალებში ნახეთ, რუსი ოკუპანტი ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას.
საზოგადოებისთვის ინფორმაციის უფრო დეტალურად მოწოდებისთვის, გადავწყვიტეთ ჩავატაროთ ღია პრეზენტაცია წაღვლი-ჩორჩანა-პერევის ტყის მასივის ოკუპაციასთან დაკავშირებით(ეს ტერიტორიები არ შედიოდნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში), რომელზეც ბევრად დეტალურად ავხსნით მიმდინარე მოვლენებს.
ამისთვის გვჭირდება საპრეზენტაციო სივრცე.
მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმაროთ ამ პრეზენტაციის ჩასატარებლად. დიდი მადლობა წინასწარ.»-წერს დავით ქაცარავა

Loading…

მსგავსი პოსტები

გლდანში ნაგვის ურნას ცეცხლი წაუკიდეს

Joni Kvaracxelia

რუსეთი ანექსირებულ ყირიმში მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებს

«რასაც ვწერ თქვენს შვილებს და შვილი შვილებს წაუკითხეთ ახალი წლის ღამეს რამოდენიმე ადამიანმა ივანიშვილმა გოგაშვილმა…»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

დატოვე კომენტარი