განცხადებებიპოლიტიკა

«ვისურვებდი ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც არის დღეს სპორტი საქართველოში»-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებაზე, სპორტსმენებისადმი მიმართვის დროს განაცხადა:

«ეს ყველაფერი არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, სპორტის ირგვლივ ძალიან ბევრი რამ იცვლება ამ ქვეყანაში. მე, პირადად, ვარ ძალიან ამაყი, როცა ამ ყველაფერს ვხედავ; ვარ ამაყი, როდესაც უცხოეთში ვიზიტებისას ახსენებენ დიდი პატივისცემით ჩვენს წარმატებებს სპორტში და ვისურვებდი, რომ მთლიანად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც არის დღეს სპორტი საქართველოში.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს აქ ჩამოვა ძალიან ბევრი ოქროს მედალი და არა მხოლოდ ოქროსი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. მთავარი ისიცაა, რომ საზოგადოებაში გადავიტანოთ ის შემართება, რომელიც არის პროფესიულ სპორტში და დავანახოთ ახალგაზრდებს, რომ ყოველდღიურობაში არის საჭირო, რომ იყო დაკავებული სპორტის რომელიმე სახეობით მთელი ცხოვრების განმავლობაში. მე ჩემი პატარა კუთხიდან ვცდილობ, მივცე მაგალითი, რომ მუდმივად უნდა იყო დაკავებული სპორტით. ეს უკვე სპორტი არაა, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრებაა, სანამ შეგიძლია. ამით ადამიანი ხარ უფრო გამძლე ყველაფრის მიმართ. ჩვენს ქვეყანას ეს სჭირდება ყველაზე მეტად, რომ ყველანი ვიყოთ შეკრული, აქტიური, ჯანმრთელი და ისეთი საზოგადოება, რომელიც არის წარმატებაზე და გამარჯვებაზე მიმართული»- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«რამ­დე­ნი ხა­ნია მე ამ თე­მა­ზე არ მი­სა­უბ­რია, კა­ცუ­რი სი­ტყვაც კი გა­ტე­ხა…»ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე გოგა ხაინდრავაზე

roma sajaia

ზელენსკი რუსეთში ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა

roma sajaia

მელიას დასაკავებლად შენობაში 200 პოლიციელი იყო შესული-ვახტანგ გომელაური

დატოვე კომენტარი