ტრანსგენდერი და ნატა ფერაძე დააკავეს (ვიდეო)

0
914

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე საპატრულო პოლიციამ დააკავა. ნატა ფერაძე მისი მეგობრების თქმით, ტრანსგენდერ ქალს გამოესარჩლა, რომელიც პოლიციამ ხულიგნობის მუხლით დააკავა. როგორც თავად ნატა ფერაძის გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მას პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც აქტივისტი პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

“დაახლოვებით საათნახევრის წინ ჰომოფობიურად განწყობილმა ბიჭების და გოგოების ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერს.
ტრანსგენდერმა გამოიძახა პატრული ჩუმად,
პატრული მოვიდა, ჰომოფობები გაიქცნენ, პოლიციელები ნელი ნაბიჯებით გაეკიდნენ და ვერ დაიჭირეს, რასაც მოჰყვა ტრანსგენდერების გაღიზიანება.
ტრანსგენდერი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ, იმის გამო რომ პოლიციას ჰომოფობი უწოდა.
ჩვენ ვკითხეთ პატრულს თუ რატომ დააკავეს ტრანსგენდერი და უცბად ნატაც დაიჭირეს.
მთელი დროის განმავლობაში ჩანდა პოლიციის ჰომოფობიური განწყობა.”-აღნიშნულია ნატა ფერაძის “ფეისბუქ” გვერდზე.

 

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ