მსოფლიოშიპოლიტიკა

როგორ შეაფასეს საქართველო ნატოს თავდაცვის კომიტეტის 182-ე სესიაზე

ნატოს თავდაცვის კომიტეტის 14-15 იანვარს გამართულ 182-ე სესიაზე, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებმა ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი.


შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საკითხებს განსაკუთრებული დრო დაეთმო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და გაჯანსაღების კუთხით მტკიცე მხარდაჭერა აღინიშნა. მათ ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ გამოწვევებით სავსე რეალობაში, საქართველოს თანმიმდევრული ნაბიჯები მისასალმებელია.
სესიისას საჰაერო ძალების მარშალმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე სერ სტუარტ პიჩმა საქართველოს, როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროპაში ერთი წლის მარაგის ტაბლეტები ერთ დღეში გაიყიდა

პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა გახსნა ცეცხლი

შეაჩერე კორუფციის» ხელმძღვანელი, ვატო გელაშვილი დააკავეს

დატოვე კომენტარი