მსოფლიოშიპოლიტიკა

საქართველოდან გამოსულ ებრაელთა ოჯახის წარმომადგენელი გახდა ისრაელის ერთ-ერთი მინისტრი

საქართველოდან გამოსულ ებრაელთა ოჯახში დაბადებული 41 წლის ციპი ხოტოველი გახდა ისრაელის დიასპორების მინისტრი.

ციპი განათლებით იურისტია, უკანასკნელ წლებში იგი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

ციპი ხოტოველის მშობლები კულაშიდან ისრაელში გადასახლდნენ. იგი გაიზარდა რეხოვოთში და სწავლობდა ბნეიყაკივას ქალთა ულფანში, თელ-ავივში. შემდეგ მან ორწლიანი სამხედრო სამსახური გაიარა “შირუთ ლეუმის” ხაზით, ამ ჩარჩოებში იგი იყო გოგონათა ინსტრუქტორი იერუშალაიმის რავ კუკის სახელობის იეშიბაში და ატლანტაში (აშშ) სოხნუთის წარგზავნილი ებრაელი ბავშვების ახალგაზრდულ ბანაკებში.

ციპი ხოტოველმა წარჩინებით დაამთავრა ბარ-ილანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც მიიღო პირველი და მეორე ხარისხის დი პლომი იურისპუდენციაში და ამჯერად სწავლობს თელ-ავივის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტურანტურაში, იურისპრუდენციის მესამე ხარისხის დი პლომის მოსაპოვებლად.

ხოტოველმა ნეთანიაჰუს ყურადღება ტოქშოუზე მისი მონაწილეობით მიიპყრო, სადაც მას «ახალგაზრდა მემარჯვენე აქტივისტის» ნიშა მიენიჭა. ამ დროს იგი ხელმძღვანელობდა სვეტს გაზეთ მაარივში. ნეთანიაჰუ მოხიბლული იყო ხოტოველის უნარით. მან შესთავაზა ხოტოველს «ლიკუდ»-ში შესვლა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

დიდი ხანი ნეთანიაჰუ უგულებელყოფდა ხოტოველს, როცა მან გადაწყვიტა მინისტრების პოსტების გადანაწილება. ახლა, პირველად ლიკუდში შესვლის შემდეგ, იგი გახდა მისი სამინისტროს სრული მფლობელი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდსიტუაცია რუსეთში

«მოდით დეტალებს ჩავხედოთ…თავს ნუ მოვიტყუებთ»-სააკაშვილი შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტზე(ვიდეო)

roma sajaia

ოპოზიცია შეთანხმდა- ერთმანეთის ხმების დაცვაზე

დატოვე კომენტარი