ოკუპაცია/დევნილები

რატომ ეშინია რუსეთს ანაკლიის პორტის? — კრემლის პროპაგანდა НТВ-ის სიუჟეტში

2019 წლის 8 სექტემბერს რუსული სახელმწიფო ტელევიზიის НТВ-ს ეთერში გავიდა სიუჟეტი ანაკლიის პორტის შესახებ. НТВ-ს ჟურნალისტი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობა მხოლოდ აშშ-ის ინტერესებშია. მისი მტკიცებით, ანაკლიის პორტის იდეის გაჩენა   ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო ნაწილების გამოყვანასთან იყო დაკავშირებული და საქართველოსათვის მას არანაირი სარგებელი მოაქვს. სიუჟეტის თანახმად, აშშ ცდილობს ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოს  მოახვიოს თავს, რადგან ქვეყანაში არსებული პორტები არ არის ღრმაწყლოვანი და სამხედრო გემებს ვერ უმსაპინძლებენ.

სიუჟეტში ანაკლიის პორტის პროექტი დაკავშირებულია თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებთან, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოყვა. გარდა ამისა, ანაკლიის პორტთან ერთად ჟურნალისტი ვაზიანის სამხედრო ბაზასაც სტუმრობს, სადაც მისი თმით ქართველი და ნატო-ელი სამხედროები ერთობლივ წვრთებს გადიან, რითაც ანაკლიის პორტსა და ერთობლივ წვრთნებს ერთმანეთს უკავშირებს.

 НТВ-ს ეთერში გასული სიუჟეტი კრემლის და ქართველი კრემლისტური აქტორების მიერ ანაკლიის პორტის დისკრედიტაციისა და მისი საფრთხედ წარმოჩენის კამპანიის გაგრძელებაა.  НТВ ანაკლიის პორტის პროექტს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე განიხილავს,   ფაქტების შერჩევითი მიწოდებისა და მანიპულაციების საშუალებით  მას სამხედრო  პროექტად წარმოაჩენს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ აშშ-ს ინტერესებშია და საფრთხეს წარმოადგენს. 

ანაკლიის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის უკან რუსეთის ინტერესები დგას, რომლის ინტერესებში პროექტის განხორციელება არ შედის, რადგან  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი: 1.რუსეთის გავლენებსა და ბერკეტებს შეამცირებს; 2. რუსეთის სატრანზიტო ფუნქციასა და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე უარყოფითად აისახება; 3.რუსეთის პორტებს გაუწევს კონკურენციას; 4. შავ ზღვაზე რუსეთის გავლენის მოპოვების ინტერესს ეწინააღმდეგება.

რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი ანაკლიის პორტის პროექტს?

1.ანაკლიის პორტი რუსეთის გავლენებსა და ბერკეტებს შეამცირებს

ა) ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკური და მისი სატრანზიტო ფუნქციის განვითარების შესაძლებლობაა, რაც ქვეყანაზე რუსეთის გავლენასა და მის ბერკეტებს შეასუსტებს

ანაკლიის პორტი საქართველოსთვის წარმოადგენს შესაძლებლობას სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია შეასრულოს და ჩინეთი/შუა აზია ევროპასთან დააკავშიროს.

საქართველო ერთადერთი ქვეყნაა შავ ზღვაში, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტი არ აქვს, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას დღეს მნიშვნელოვნად აფერხებს. დღეისათვის, საქართველო შავ ზღვაში მოძრავი  საკონტეინერო გემების 75%-ს ვერ იღებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი კი ყველაზე დიდ, Panamax-ისა და Post-Panamax-ის გემებსაც მოემსახურება. გარდა ამისა, 2018 წელს ყველა ქართულმა პორტმა ერთად  (ბათუმი, ფოთი, ყულევი) 1მმლნ.ტვირთი გაატარა, 5 წლის შემდეგ კი ანაკლიას შესაძლებლობა ექნება 100 მნლ ტონა ტვირთი გაატაროს.

ანაკლიის პორტი  საქართველოს სავაჭრო, სატრანსპორტო როლს და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაზრდის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და დამოუკიდებლობას.

ბ) რუსეთის გავლენას შეამცირებს ცენტრალურ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზე

რუსეთის პორტებისაგან გვერდის ავლით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საშუალებით ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა შეამცირებს რუსეთის გავლენას ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუმინეთზე. ყოფილი ამერიკელი გენერალის ბენ ჰოჯესის თქმით, ანაკლიის პორტის აშენებისთნავე

კონსტანცა [პორტი რუმინეთში, შავი ზღვის უდიდესი პორტი] გახდება მნიშველოვანი პორტი, მდინარე დუნაი გახდება მნიშვნელოვანი არტერია, რადგან დაიწყება კონტეინერების გადაზიდვა დუნაის მეშვეობით, ევროპის შუაგულისაკენ.

2. რუსეთის სატრანზიტო ფუნქციასა და მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე უარყოფითად აისახება

დღეს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპისაკენ მიმვალი სატრანზიტო დერეფანი რუსეთზე გადის. თუმცა, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების შემთხვევაში ჩინეთიდან ევროპაში საქონლის გადაზიდვა, რუსეთის გვერდის ავლითაც გახდება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ  2019 წლის მარტში საქართველომ ერთი მხრივ რუმინეთთან, მეორე მხრივ კი თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან ერთად კასპიისა და შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის (ITC-CSBS )მხარდამჭერ დეკლარაციას მოაწერა ხელი. აღნიშნული კორიდორი კი საზღვაო მარშრუტსაც მოიაზრებს. შესაძლოა, დასახელებული კორიდორი ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილადაც იქცეს.

3. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რუსული პორტების კონკურენტი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით

შავი ზღვა რუსული ექსპორტისა და იმპორტისათვის მნიშვნელოვანი დერეფანია. შავ ზღვაზე მდებარე ნოვოროსიისკის სავაჭრო  პორტი რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო ჰაბია. აღნიშნული პორტი ტვირთების გადაზიდვის კუთხით რუსეთის მასშტაბით პირველ, ევროპის მასშტაბით კი მე-5 ადგილს იკავებს. რუსეთის  საპორტო გადაზიდვების 20% სწორედ მასზე მოდის. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ნოვოროსიისკის მსგავსად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსდება, რუსული პორტისათვის მთავარი კონკურენტი იქნება.

4. შავი ზღვა პრიორიტეტულია რუსეთისათვის და სურს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ნებისმიერი ახალი პორტის შექმნა, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ არ არის რუსეთის ამბიციებს ეწინააღმდეგება. 

შავი ზღვა რუსეთისათვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა, რაც ასახულია 2015 წლის რუსეთის საზღვაო დოქტრინაშიც. შავ ზღვას რუსეთი მოაზრებს როგორც ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების შეკავებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან სივრცეს, ასევე მას განიხილავს ხლო აღმოსავლეთში ძალის პროექციისათვის მნიშვნელოვან რეგიონად. 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და შავ ზღვაში აქტიური მილიტარიზაციის შემდეგ მისი  საზღვაო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც ახალ თავდაცვითა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს, სწორედ რუსეთის გავლენის შეჩერებისკენაა მიმართული და მის გეგმებშ არ შედის.

ვინ არის ჩართული ანაკლიის პორტის პროექტის დისკრედიტაციის კამპანიაში?

რუსულმა მედიამ ანაკლიის პორტის დისკრედიტაცია 2016 წელს დაიწყო, როდესაც გამოჩნდა სტატიები, სადაც მას  აშშ-ს საიდუმლო სამხედრო ბაზად განიხილავდნენ.
ანაკლიის პორტის წინააღმდეგ კამპანიის ხელახალი ტალღა მას შედეგ გააქტიურდა, რაც მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება გაავრცელა.

მანამდე, ანაკლიის წინააღმდეგ კამპანია განსაკუთრებით 2019 წლის იანვარ-თებერვალში გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც 9 იანვარს პროკურატურამ  TBC ბანკის წინააღმდეგ არსებულ გამოძიებაზე საჯაროდ განაცხადა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში დადგა. ამ პერიოდში ანაკლიის წინააღმდეგ კონსპირაციებს ავრცელებდნენ ქართულენოვანი პრო-კრემლისტური მედიები და პოლიტიკოსები. ამის პარალელურად მამუკა ხაზარაძისა და მამუკა ჯაფარიძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ახლად-შექმნილი სახელისუფლებო გვერდები და ტროლები ჩაერთნენ.

მედიებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა საქინფორმი და მისი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, ასევე ობიექტივი და სპუტნიკი. პოლიტიკოსებს შორის კი “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართევლოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და “ქართული დასის” ლიდერი ჯონდო ბაღათურია.

წყარო

მსგავსი პოსტები

რატომ ჩაიშალა შეხვედრა ერგნეთში?

«უკვდავების გადაძახილი» — გმირთა მემორიალთან სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულები გაიხსენეს

Joni Kvaracxelia

«ოქროს საწმისის» დევნილთა საგანგაშო მდგომარეობა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი