პერსონასოცქსელი

რას წერს პოლიტპატიმართა ჯგუფის სახელით გიორგი რურუა

სოცქსელის საკუთარ გვერდზე, გიორგი რურუა ახალ წერილს აქვეყნებს:

«ჩვენ, თავისუფალი ქვეყნის, თავისუფალი მოქალაქეები, წარმოვადგენთ ხელისუფლების მთავარ წყაროს, რაც დღეს მთავრობისგან უგულებელყოფილია!
ჩვენ ვიმსახურებთ უკეთეს სახელმწიფოს -ძლიერს და სამართლიანს.
არსებობენ საქართველოს მსგავსი ისტორიის მქონე ქვეყნები,რომელთაც შეძლეს სახელმწიფოს შექმნა, უკიდურესად მტრულ გარემოშიც კი.
ვფიქრობ, რომ თავისუფლების მოყვარე, სამოქალაქო საზოგადოება, შევძლებთ ისეთი სახელმწიფოს შექმნას, რომლის მიტაცებასაც ვერავინ შეძლებს, და ავირჩევთ ისეთ მთავრობას,რომელსაც კონტროლს გავუწევთ.
ერთმანეთში შეზრდილი ხელისუფლება — სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოები უნდა დაიყოს სამართლიან და დამოუკიდებელ ერთეულებად.
ჩვენი მთავარი მოთხოვნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოს ახალ და სამართლიან გზაზე დააყენებს.ამ სისტემის სიკეთეებზე აღარ ვილაპარაკებ,ერთს აღვნიშნავ მხოლოდ, რვა წლიანი ციკლი ხელისუფლებაში ყოფნის ისტორიას ჩაბარდება.
თუკიდიდეს ეს სიტყვები ძალიან მომეწონა და თქვენც გაგიზიარებთ: «ჩვენ ათენის მკვიდრნი, არასოდეს ვამბობთ,რომ კაცი,რომელიც პოლიტიკაში არ ერევა, არის კაცი რომელიც საკუთარი საქმით არის დაკავებული, ჩვენ ვამბობთ რომ ის არის კაცი, რომელსაც აქ არაფერი ესაქმება.»
ძვ.წ. 460-396

პოლიტპატიმართა ჯგუფის სახელით — გ.რურუა

გლდანის ციხე»

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ავტომატიანი ბანდიტი რომ სახლში შემოგივარდებათ-ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ქაღალდით გააჩერებთ?»-მაია ორჯონიკიძე

Joni Kvaracxelia

«ხვალ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოა…ივანიშვილ-გახარიამ საქართველო დუელში გამოიწვია!»

«აი ხომ ყ@#ობა თქვა ქურქზე, ახლა გავხდით ცხოველთა დამცველებიო და სხვა ყ@#ობებიც ხომ თქვა»

დატოვე კომენტარი