პროტესტი

დევნილების საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

დღეს, დევნილმა ახალგაზრდებმა, ახალგორის ოთხ თვიანი იზოლაციის გამო, მშვიდობიანი აქცია გამართეს. შეკრებილები ცდილობდნენ საზოგადოების ფართო მასებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ე.წ მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შედეგად, ახალგორი საკვების, წამლების და დროული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩა. ისაუბრეს, გაყოფილ ოჯახებზე, რომლებიც ახალ წელს ერთ ჭერ ქვეშ ვერ ხვდებიან.
ახალგორის ჩაკეტვამ, ასობით ადამიანს შეუზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება, რითაც წაართვა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ახალგორის მოსახლეობას. ორგანიზაციამ არა ერთი განცხადება გააკეთა აღნიშნულ საკითხზე და მიმართა, კონკრეტული რეკომენდაციებით, საქართველოს მთავრობას.
ახალგორის გარშემო შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ვრცელი ანგარიშის ნაწილიც გახდება. ორგანიზაცია, ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო სექტორს, მთავრობას — უახლოეს პერიოდში, გააცნობს ანგარიშის მიგნებებს და ხედვას, თუ რა გზებით არის შესაძლებელი, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მდგომრეობის შემსუბუქება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

„ჩემს სიკვდილში დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა“

სოლიდარობა 20 ივნისს ბერლინში

იმისთვის, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს — ვარლამ გოლეთიანი

დატოვე კომენტარი