ოკუპაცია/დევნილები

«დევნილთა საოჯახო სამედიცინო ცენტრის» დირექტორი უსამართლოდ გაათავისუფლეს

ირაკლი აბაშიძე, «დევნილთა საოჯახო სამედიცინო ცენტრის» დირექტორი უსამართლოდ გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

«აფხაზეთის ა/რ სახელისუფლებო სტრუქტურებში გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი. კორუმპირებული და ნეპოტიზმით დანიშნული საჯარო მოხელეები მიზანმიმართულად აკოტრებენ წარმატებულ სამედიცინო დაწესებულებას «დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი», რადგან მის მიერ დაკავებული ფართი შემდეგში გაასხვისონ. ცდილობენ უსამართლო გადაწყვეტილების დაკანონებას და არარენტაბელური დაწესებულებების შემოერთებით ძირავენ და ანადგურებენ ჩვენს ცენტრს. არასამართლიანი იმიტომ, რომ ძირითადი დავა ფართთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მოგებული გვაქვს აფხაზეთის მთავრობისთვის, დისკრიმინაციის აღიარებით და სწორედ იმიტომ გამათავისუფლეს, რათა მათმა ახალმა დანიშნულმა კადრმა გამოიტანოს სარჩელი და საქმის წარმოება შეწყდეს. ანადგურებენ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც დაარსდა 26 წლის წინ და დღემდე ფუნქციონირებს წარმატებით,» — აცხადებს სამედიცინო ცენტრის ყოფილი დირექტორი, ირაკლი აბაშიძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მავნებლური პოლიტიკა

Joni Kvaracxelia

საპროტესტო აქცია საოკუპაციო ხაზთან

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი