მსოფლიოშიპროტესტი

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორესთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორესთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა, რადგან მან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი. ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ საუბარია რუსეთი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებაში, რომელიც 26 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა. ალექსანდრიის პატრიარქს არც დიპტიქში მოიხსენიებენ და ასევე შეუძლებლად ცხადდება მასთან ერთად ლოცვა და ევქარისტული კავშირი. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებაში დაკონკრეტებულია, რომ ურთიერთობა გაგრძელდება ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის იმ ეპისკოპოსებთან, რომლებიც უკრაინის ავტოკეფალიას მხარს არ უჭერენ და ხაზგასმულია ის, რომ პატრიარქმა თეოდორემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ერთპიროვნულად აღიარა და ეს საკითხი კენჭისყრაზე არ გაუტანია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროპარლამენტმა ევროკავშირის პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნებისთვის 3 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ისრაელში მკაცრი ლოქდაუნი ამოქმედდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა ტესტი კორონავირუსზე მეორედაც ჩაიტარა

დატოვე კომენტარი