პოლიტიკა

«დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას»-ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს 2020 ფისკალური წლისთვის.

კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით: გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

აღსანიშნავია, რომ კანონი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას, რომელიც 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«შემიძლია, პუტინს კიდევ 10-ჯერ ჩამოვართვა ხელი, თუ ყირიმს დაგვიბრუნებენ შეიძლება 100-ჯერაც ჩამოვართვა ხელი»

Joni Kvaracxelia

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

საქართველო ხელს უწყობს ევროკავშირში ბოროტმოქმედების მოხვედრას?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი