საინტერესო

აფეთქების ახალი სახე მზეზე

მზის ზედაპირი არასოდეს წყნარდება. გაზის ამ მწველი ბურთის თავზე სუპერცხელი პლაზმის უწყვეტი დინება წარმოქმნის მაგნიტურ ველთა თოკებს, რომლებიც ერთმანეთში იგრიხება და იხლართება.

ვარსკვლავის ბრუნვასთან ერთად, ეს უხილავი ხაზები იხლიჩება და კვლავ ერთდება, რაც ანთებებს, შტორმებსა და პლაზმის ამოფრქვევებს იწვევს.

ასტრონომებმა იხილეს, როგორ გადასცემს ენერგიას მზის წიაღი ატმოსფეროს — პირველად ისტორიაში მსგავსი რამ, ასტრონომებმა იხილეს თუ როგორ გადასცემს ენერგიას…

ამ ფენომენს მაგნიტური შეერთება ეწოდება და აქამდეც არაერთხელ იყო შემჩნეული არა მხოლოდ მზეზე, არამედ ჩვენი პლანეტის გარშემოც. თუმცა, ამ დრომდე დაფიქსირებული იყო მხოლოდ სპონტანური შეერთებები.

ახლახან, პირველად ისტორიაში, ნასას მზის დინამიკის ობსერვატორიის ასტრონომები დააკვირდნენ მაგნიტურ აფეთქებას მზეზე, რომელიც გამოწვეული იყო ახლომდებარე ამოფრქვევით — ეს გახლდათ უფრო იძულებითი, ვიდრე სპონტანური შეერთება.

მზის მატერიის ეს დიდი გამონადენი ვარსკვლავის ატმოსფერის ზედა მისადგომებში გაიტყორცნა, შემდეგ კი უკან ჩამოცვივდა, მაგნიტური ველის ხაზების აბლაბუდაზე, რამაც გამოიწვია ხელახალი შეერთება განსხვავებული, X-ის ფორმით.

ინდოეთის ქალაქ ვარანასის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მზის მეცნიერის, აბიშეკ სრივასტავას განცხადებით, ეს გახლდათ პირველი დაკვირვება მაგნიტური შეერთების გარე წარმმართველზე.

მისი თქმით, ეს შეიძლება ძალიან გამოგვადგეს სხვა სისტემათა კვლევაში. მაგალითად, დედამიწისა და პლანეტური მაგნიტოსფეროების შესწავლაში, მაგნეტიზებული პლაზმის სხვა წყაროების კვლევაში, თუნდაც ლაბორატორიული მასშტაბის ექსპერიმენტებში, რომლებშიც პლაზმა ძლიერ დიფუზიური და საკონტროლებლად ძალიან ძნელია. მზის ზედაპირი წარმოუდგენლად ცხელია, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, მისი ატმოსფერო ზედაპირთან შედარებით 300-ჯერ კიდევ უფრო ცხელია.

მიჩნეულია, რომ ყველაზე ზედა ნაწილში, რომელსაც გვირგვინი (კორონა) ეწოდება, მაგნიტური შეერთება მთავარ როლს თამაშობს ამ ჭარბი სიცხის წარმოქმნაში. თუმცა, ამის მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის და მეცნიერთა შორის დიდი დებატების საგანია.

მზესთან გაგზავნილმა ნასას ხომალდმა მზის საიდუმლოთა ამოხსნა დაიწყო — მისიის პირველი შედეგები მსგავსი: მზესთან გაგზავნილმა ნასას ხომალდმა მზის…

უცნობია ამ ფენომენისთვის საჭირო იდეალური გარემო პირობებიც, მაგრამ როგორც ახალი აღმოჩენა მიუთითებს, ნამდვილად სწორ გზას ვადგავართ. იძულებითი შეერთების მოვლენის არსებობის შესახებ მოსაზრება პირველად 15 წლის წინ გამოითქვა და ამჯერად, გარკვეულწილად უკვე ვიცით იმ ზუსტ გარემოებათა შესახებ, რაც მისი მოხდენისთვისაა საჭირო.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ეგვიპტეში პირველად გახსნეს სარკოფაგი 2500 წლის მუმიით. Რა იყო შიგნით?

Joni Kvaracxelia

საუკეთესო და საინტერესო ფაქტები

«ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი