კრიმინალი

ინტერნეტის ცენზურა საქართველოში!

კომპანია «სილქნეტის» განცხადებით, «საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ» მას 40-მდე საიტზე წვდომის შეზღუდვა დაავალა. ამ საიტების ჩამონათვალი საჯაროდ არაა ხელმისაწვდომი.

კომისია და კომპანია სილქნეტი დახურულ კარს მიღმა იღებენ სახიფათო გადაწყვეტილებებს.

ეს არის ინტერნეტის ცენზურისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც უფრო მეტად დააახლოებს ქართული ინტერნეტის თავისუფლების ხარისხს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი.

ზუსტად ასეთი მეთოდებით დაიწყო რუსეთში ინტერნეტის ცენზურა, რომელსაც შემდეგ «როსკომნადზორის» შექმნა და მილიონობით ინტერნეტ-რესურსის დაბლოკვა მოჰყვა.

როსკომნადზორის ადგილი საქართველოში არ არის!

#თავისუფალიდაღიაინტერნეტი
#ინტერნეტისთავისუფლებისთვის
#არაცენზურას

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
Silknet — სილქნეტი

წყარო

მსგავსი პოსტები

ევროპის საბჭომ კორუფციულ გარიგებებზე სპეციალური ანგარიში მოამზადა

დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

,,აფრასიძეების საქმის’’ გრიფით-,,საიდუმლო’’ დეტალები !

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი